ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა.
მძღოლი, 45 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ავტომობილში მყოფი 29 წლის გოგოს გადარჩენაც.
გამოძიება სსკ'ის 276'-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.