პროკურატურასთან 2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნით, შეიკრიბნენ.
ბაჩალიაშვილის ოჯახი ყოველ ორშაბათს, 11:00 საათზე პროკურატურასტან აქციები დაანონსა.
"ყველა დედა უნდა გამოვიდეს, აბსოლუტურად ყველა დედა, რისი გეშინიათ, დედებო?! შვილები დაკარგეთ, კაცმა არ იცის, რისთვის გამოიყენეს თქვენი შვილები. გამოდით ყველანი, დავუპირისპირდეთ ამ საზიზღარ პროკურატურას! თუ არ არიან კომპეტენტურები, მაშინ წავიდნენ და სხვები მოვიდნენ და იმათ გააგრძელონ! როდემდე? რამდენი შვილი უნდა დაიკარგოს? რამდენი შვილი უნდა მოგვიკლან, ბოლოს და ბოლოს?!
თამუნას ფეხსაცმელზე და მანქანის ხალიჩაზე აღმოჩნდა სისხლის კვალი და ამაზე თვალებში შეგვაყარეს ნაცარი და გვითხრეს, რომ ეს ბუზებმა გადაიტანეს თურმე, აი, ასეთი კომპეტენტურები რომ არიან პროკურატურაში! პირველად გავიგე, რომ ბუზებს სისხლი გადაჰქონდათ რამე ნივთებზე, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მისი შვილი მთავრობის დავალებით მოკლეს.
„ჩვენ არ გავჩერდებით, ეს საქმე უნდა გამოიძიონ. აქ, სხვა გზა არ არსებობს. რაც დრო იწელება, აშკარად ჩანს, რომ ჩემი შვილი მოკლეს, ტვინი გამოიყენეს და მოკლეს. რომ იტყვიან, მკვლელი თავის თავს არ გამოიძიებს, ასე არის ამათი საქმე. აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით და დაიწყონ გამოძიება, სხვა გზა არ არსებობს. მოლოდინი კი, მაქვს, უბრალოდ, დროის ამბავია. რაც დრო იწელება, ესენი ერთმანეთს „ჩაუშვებენ“, ფაქტები მაქვს ხელში. პროკურატურას ცოცხალი თავით არ უნდა გამოძიება, მკვლელი თავის თავს გამოიძიებს? ჩემი შვილის საქმის გამოძიება არ ხდება.
სპეციალურად არის დავალება, ვისი მხრიდან? მთელი პროკურატურა, შსს, რა დღეში იყვნენ. ე.ი რჩება ერთი რამ - მთავრობის დავალებით მოკლეს ჩემი შვილი. ტვინი გამოიყენეს და მოკლეს, ცოცხალი თავით არ გავჩერდებით, გამორიცხულია!“- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა