უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს უკრაინის საელჩო საქართველოში "ფეისბუქზე" ავრცელებს.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.