საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადება ძალიან არასერიოზული და არასახელმწიფოებრივია.
“მით უმეტეს, არ უნდა აკეთებდეს ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ამიტომ მე ამას დადებითად ვერანაირად ვერ შევაფასებ. ეს არის არასახელმწიფოებრივი და არასწორი განცხადება. პოლიტიკურადაც არასწორია, ადამიანურადაც. იმ მებრძოლების და დაღუპული ვაჟკაცების წინაშეც არასწორია, რომლებიც აფხაზეთში იბრძოდნენ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ერთიანობას. ამ ადამიანებს ძალიან ბევრი ღირსეული ნაბიჯი აქვთ გადადგმული, თუნდაც აფხაზების მიმართ. გამოძიება დაიწყო და დაიწყოს. სახელმწიფოებრივად, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად იმ გმირების წინაშე ეს არასწორი საქციელი და განცხადება იყო”, - განუცხადა შალვა კერესელიძემ ჟურნალისტებს [IPN].