თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა. "ტვ პირველის" ცნობით, მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამოცხადების სამი მიზეზი დაასახელა.
მისი თქმით, ენმ-დან არსად წასვლას არ აპირებს და პოლიტიკურ საბჭოს შემადგენლობაში დარჩება.
„სამი მიზეზით ვარ აქ - უპირველესად მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც დელეგატები არიან ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მათ მომანიჭეს 2 წლის წინ, რათა 2 წელი მემსახურა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.
მეორე: თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, ახლა გაიგონ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირი თანამდებობას არ ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, ღირსება, სიმართლე და გამარჯვება, რომელიც უნდა მოვიპოვოთ.
მესამე მიზეზია ის, რომ მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას რომ მმართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.
ენმ რიგით XIII ყრილობას სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi -ში მართავს.