თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ვასო ბერიძე 5000-ლარით დააჯარიმა.
თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს “შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.
ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ფოტო: გიორგი მოსიაშვილი