დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
გადაადგილება ავტომობილებისთვის გართულებულია აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანში, ავლაბრის მიმდებარედ.
ასევე, გზის სავალი ნაწილი დაიტბორა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
ძლიერი წვიმის შედეგად დიღმის მასივსა და დიდ დიღომში დაიტბორა ქუჩები. ვაზისუბანში წყალი სარდაფებში ჩავიდა.
ვარაზის ხევში ძლიერმა წვიმამ ქვაფენილი აყარა.
სხვადასხვა უბანში ქუჩების დატბორვის შედეგად გართულებულია ავტომობილებით გადაადგილება.