„ლეიბორისტული პარტიის“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ კირ სტარმერის შემცვლელად მანჩესტერის ყოფილი მერი, ენდი ბერნემი დაასახელა. იუწყება BBC.
ეს ნიშნავს, რომ ბერნემს ახლა მხოლოდ ერთი დეპუტატის მხარდაჭერა აკლია იმ 323-დან, რაც საჭიროა იმისთვის, რომ კონკურენტის მონაწილეობა მათემატიკურად შეუძლებელი გახდეს.
ზოგიერთი ლეიბორისტი დეპუტატი აცხადებს, რომ ხუთშაბათს ხმის მიცემა ვერ შეძლო, თუმცა პარლამენტში დაბრუნების შემდეგ ბერნემს მხარს დაუჭერს.
როგორც მოსალოდნელია, თუ, კონკურსში სხვა კანდიდატი არ ჩაერთვება, ბერნემი მომავალ კვირაში ოფიციალურად გამოცხადდება ლეიბორისტული პარტიის ლიდერად, ხოლო 20 ივლისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
განცხადებაში ბერნემმა აღნიშნა, რომ იმ ლეიბორისტი დეპუტატების მხარდაჭერისთვის, რომლებმაც მისი კანდიდატურა პარტიის ლიდერად წარადგინეს, „უზომოდ მადლიერია“.
მისი თქმით, მხარდაჭერა პარტიის სხვადასხვა ფრთიდან მიიღო, რაც და ასახავს „საერთო რწმენას, რომ ბრიტანეთს პოლიტიკისადმი ახალი მიდგომა სჭირდება“.
„მე სწორედ ასეთ გარდამტეხ ცვლილებას ვთავაზობ ქვეყანას: ძალაუფლების ვესტმინსტერიდან რეგიონებში გადანაწილებას, რიგით ადამიანებზე ორიენტირებულ ეკონომიკას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ყველა რეგიონში,“ - განაცხადა ბერნემმა.