თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-სთან დაკავშირებული გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს.
ირაკლი დგებუაძე ამ დრომდე იკავებდა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.
დგებუაძე 2022 წლიდან ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2025 წლის მარტში კი მუშაობა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გააგრძელა.