ჩვენ გავაგრძელებთ იმ ხალხის მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ, იყვნენ ევროპის ნაწილი, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომელთაც სურთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროკავშირის ოჯახის წევრად საქართველოს ჩამოყალიბებისკენ სწრაფვა. მე შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ კვლავ მტკიცედ დავუდგებით გვერდში იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, იყვნენ ევროპის ნაწილი', - განაცხადა მარია სტენერგარდმა „ევროსკოპის“ შეკითხვის პასუხად.