აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ამერიკულმა არმიამ ირანის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმები განხორციელა
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დღეს, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, ირანში რამდენიმე სამიზნეზე დამატებითი თავდაცვითი დარტყმები დაიწყეს. დარტყმები ირანის დაუსაბუთებელი და განგრძობითი აგრესიის საპასუხოდ განხორციელდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანია თეირანის იძულება, დადოს სამშვიდობო შეთანხმება.
მანამდე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან ირანზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენ მათ დავარტყამთ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ.“
ამასთან, ირანულმა მედიამ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ნებისმიერ აგრესიას „ძლიერ პასუხს“ გასცემს.