აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ამერიკული Apache-ს ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო.
მისი თქმით, ეერთებული შტატები ამ თავდასხმას სათანადო პასუხს გასცემს.
„ახლახან დიადი სამხედრო ხელმძღვანელობისგან მივიღე ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს ირანმა ჰორმუზის სრუტის თავზე საპატრულო მისიის შესრულებისას აშშ-ის ერთ-ერთი თანამედროვე „აპაჩის“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდო.
ბორტზე მყოფი ორი პილოტი უვნებლად გადარჩა და დაშავებული არავინაა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატები ამ თავდასხმას სათანადო პასუხს გასცემს", - წერს ტრამპი.