სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენისა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ინფორმაციას სომხური მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას.
უწყების ცნობით, ცარუკიანს ბრალი სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით წარედგინა, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს.
ცარუკიანს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ, გაგიკ ცარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩატარდა, . ბარიერის გადასალახად საჭირო 4% მიიღო.