4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან უკვე გათავისუფლდნენ - ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა დათო ღურწკაიამ.
"მე მინდა თავისუფლება ვუსურვო ყველა დარჩენილ სინდისის პატიმარს. ციხეში ზის ბევრი ღირსეული ადამიანი, ვინც მსხვერპლია ნარკოპოლიტიკის და ყველა მათგანს თავისუფლებას ვუსურვებ.
დიდი პატივისცემა ყველას თანადგომისთვის"- განაცხადა დავით ღურწკაიამ.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 8 პირი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.