ჰორმუზის სრუტის რაიონში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი Apache ჩამოვარდა. ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად გამოაქვენა გამოცემა The New York Times-მა, მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა.
მისი თქმით, პილოტები გადარჩნენ.
ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის, ინციდენტის მიზეზი უცნობი იყო.
"გაურკვეველია, ვერტმფრენი ირანის ძალებმა ჩამოაგდეს, ტექნიკური გაუმართაობა იყო თუ სხვა პრობლემა", - ციტირებს NYT ორ ანონიმურ წყაროს.
წყაროებმა გამოცემასთან საუბრისას გაიხსენეს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში საბრძოლო მოქმედებები გამწვავდა და შემდეგ ჩაცხრა: "ირანმა და ისრაელმა ჯერ სამხედრო დარტყმები გაცვალეს, შემდეგ კი უკან დაიხიეს, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მყიფე ბუნება აჩვენეს".
ირანს და ისრაელს შორის ომის გაჩაღების შემდეგ, თეირანმა კომერციული გადაზიდვებისთვის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რომელიც გლობალური ნავთობმომარაგების საკვანძო პუნქტია. ამ ბლოკადის დასაძლევად, აშშ რეგიონში Apache-ის ვერტმფრენებს, MQ-9 Reaper საბრძოლო დრონებს და F/A-18 და F-35 გამანადგურებლებს ათავსებს, იუწყება NYT.
გამოცემის ცნობით, Hellfire რაკეტებით აღჭურვილი AH-64 Apache-ის ვერტმფრენები ახლო აღმოსავლეთში მოქმედ ყველაზე ძლიერ სამხედრო თვითმფრინავებს შორისაა.