ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია (დიპლომატიური ფორმატი E3) დაეხმარებიან უკრაინას ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემების განვითარებაში.
ზელენსკი იმედოვნებს, ბრიტანეთსა და უკრაინას შორის შესაძლებელი იქნება ევროპული ანტიბალისტიკური სისტემის შექმნა.
„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ეს საჭიროა ჩვენთვის და ეს საჭიროა ბრიტანეთისთვისაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ E3-ის ფორმატის ქვეყნებს უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარება ექნებათ.
გარდა ამისა, მან თქვა, რომ E3-ის შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე.