აშშ-ის წარმომადგენლმა გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში დან ნეგრეამ განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთის სტრატეგიულ მარცხად იქცა.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში მისთვის სტრატეგიულ მარცხად იქცა. მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ცეცხლშია...
მოსკოვს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია. ესკალაცია ამას ვერ შეცვლის და მხოლოდ კატასტროფის გაღრმავების რისკს შექმნის. ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. საკმარისია უკვე,“ - განაცხადა ნეგრეამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას
აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერა, რადგან ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ გააჩნია“.
„ეს ეხება ასევე ირანს, რომელმაც რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად დრონები მიაწოდა და კუბას, რომელიც ომს აგრძელებს იმით, რომ ათასობით დაქირავებულ მებრძოლს რუსეთის მხარეს ბრძოლის საშუალებას აძლევს,“ - განაცახდა აშშ-ის წარმომადგენელმა.
ამასთან, დან ნეგრეამ გამოთქვა რწმენა, რომ „ეს ომი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება დასრულდეს“.
„აშშ, როგორც ადრე, ახლაც მზად არის, და ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს ორივე მხარისთვის - ხელი შეუწყომ ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი და მდგრადი შეთანხმების მიღწევას,“ - განაცხადა ნეგრეამ.