ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში. პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ გამარჯვება მიულოცა.
„სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მომავალს, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და მეზობლებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს მიღწეულ შედეგებს. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი როლით სომხეთის მდგრადობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გაძლიერებაში.
ერთად სომხეთი და ევროკავშირი აყალიბებენ უფრო ძლიერ კავშირებს ხალხებს შორის და ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ციფრული განვითარების სფეროებში. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს ინვესტიციას უფრო მშვიდობიანი და წარმატებული მომავლისთვის მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა ანტონიო კოშტამ.