სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგია უტევს. ეს ხდება ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში — ნავებით მოდიან ადამიანები, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა საფრანგეთში, სადესანტო სამხედრო ოპერაციის, იგივე D-Day-ს 82-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰეგსეთის თქმით, ისმის კითხვა: „როდის იმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები ამ ვითარების წინააღმდეგ, ან უკვე გვიან ხომ არ არის“. მან ასევე თქვა: „იმედი მაქვს, რომ გვიან არ არის და მჯერა, რომ არ არის“.
ცნობისათვის, აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, არაერთხელ აკრიტიკებენ ევროპას იმიგრაციის კონტროლის სისუსტის გამო.