თბილისში, საბურთალოზე, საცხოვრებელ ბინაში კაცი და ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
"ტვ პირველის" ცნობით, ახლობლები კორპუსში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა.
ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კარი შეამტვრია და ცხედრები აღმოაჩინა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.