ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ძვირფასო ქართველებო!
ისეთ ეტაპებზე, როგორსაც თქვენი ერი ახლა გადის, ადვილია რწმენის დაკარგვა. მაგრამ ისტორია ასევე გვაჩვენებს, რომ ხალხების თავისუფლების სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე შიში, ძალადობა და უსამართლობა. თქვენ არაერთხელ წამომდგარხართ და ახლაც წამოდგებით.
ცვლილებები შესაძლოა სწრაფად არ მოხდეს.
დემოკრატიისკენ, ნამდვილი თავისუფლებისკენ და ევროპული მომავლისკენ დაბრუნების გზა შეიძლება გრძელი და რთული იყოს.
თუმცა მე მჯერა საქართველოს ყველა კეთილი ნების ადამიანის, ვისშიც იმედი ჯერ კიდევ ანთია.
მჯერა, რომ ეს იმედი გადაიქცევა ძალად, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებს!"- წერს ევროპარლამენტარი.