"დაიცავი ილიაუნი"-ს ლაივ მარათონში დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის 500 000 ლარი შეგროვდა.
"დაიცავი ილიაუნი" თანხას აგროვებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.
"შეგროვდა 500000 ლარი!
შეგახსენებთ, რომ “დაიცავი ილიაუნი” ლაივ სტრიმის მეშვეობით აგროვებს თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის(სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები…). ქართველმა ხალხმა უკვე შეძლო შუეძლებელი და თავდაპირველი გეგმა- ასი ათასი გაახუთმაგა. ჩვენი ლაივი არ შეწყდება, მანამ სანამ თქვენი დონაციები გაგრძელდება. ძალა ერთობაშია, ჩვენ არ გავჩერდებით
თბს: #GE20TB7881145068100026
საქართველო: #GE49BG0000000611756133
ქისა:
https://www.kisa.ge/donate/qxd713owjd...", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფოტო: Mo se