აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს პერიოდში რუსეთში ვიზიტით ჩავა.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ინვესტიციებისა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა რუსულ მედიასთან კომენტარში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უიტკოფის ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.