14 მაისის ღამეს კიევზე განხორციელებული რუსული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია. კიდევ 57 ადამიანი დაშავდა, მათგან 27 საავადმყოფოში რჩება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.
დარნიცის რაიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ადგილზე მუშაობენ ფსიქოლოგები. ოპერაციაში სულ 170 მაშველი და 51 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
რუსეთმა კიევზე კომბინირებული იერიში 14 მაისის ღამეს მიიტანა.