გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ ფიქრობს, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის საგანგაშო სიგნალია აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესახებ.
მან ეს განაცხადა 9 მაისს სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
ჟურნალისტებმა კანცლერს ჰკითხეს, რამდენად დიდ უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან დაახლოებით 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ.
„ნატო-ს ძალა არ განისაზღვრება აქ განთავსებული ჯარების რაოდენობით, არამედ იმით, გვაქვს თუ არა ერთიანი მიზანი. და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საერთო მიზანი. არ მეპარება ეჭვი, რომ ამერიკა დაინტერესებულია ჰყავდეს ნატო-ს ძლიერი ევროპული ბლოკით თავის. ისევე როგორც ჩვენ - ჩვენც გვაინტერესებს ამერიკული არმიისა და სამხედრო მხარდაჭერის არსებობა ჩვენს გვერდით“,- განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
„ჩვენ წინაშე იგივე გამოწვევებია, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ არ მეპარება ეჭვი, რომ ნატო-ს კარგი მომავალი აქვს“, - თქვა მერცმა..
შეგახსენებთ, 2 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა გერმანიიდან დაახლოებით 5 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ერთი წლის განმავლობაში გაყვანის ბრძანება გასცა. მანამდე დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან უთანხმოების ფონზე, სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ვაშინგტონი გერმანიაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს.