უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა მიესალმება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ.
სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კალასის ინიციატივა „ძლიერი სიგნალია“ და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თითოეულ რუსს აჩვენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილეობის კონტრაქტზე ხელის მოწერა ნიშნავს ასევე ევროპაში შესვლის შესაძლებლობის დაკარგვას.
„ეს დროული და დიდი ხნის ნანატრი ნაბიჯია. ის ნათლად აჩვენებს, რომ მას, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ზიანი მიაყენოს ევროპასა და ევროპულ სახელმწიფოებს, არ უნდა ჰქონდეს ევროპის ტერიტორიაზე შესვლის უფლება,“ – წერს სიბიჰა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას.