ევროკომისარმა თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირველი ტრანში, რომელიც გაიცემა ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტის ფარგლებში, მიმართული იქნება უკრაინაში წარმოებული დრონების შესაძენად.
„2026 წლისთვის უკრაინამ თავდაცვითი დახმარება ჯამში 28,3 მილიარდი ევროს ოდენობით მოითხოვა. მიწოდების პირველი გეგმა კონცენტრირებულია უკრაინის მოწინავე თავდაცვითი ინდუსტრიის მიერ წარმოებულ დრონებზე,“ - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
კუბილიუსმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო მიწოდების გეგმებთან დაკავშირებით ევროკავშირი ევროპული თავდაცვითი ინდუსტრიის უფრო აქტიურ ჩართულობას ელოდება.