ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის დარტყმებმა ირანის ფოლადის წარმოების დაახლოებით 70% გაანადგურა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუ აღნიშნულს „უზარმაზარ მიღწევას“ უწოდებს, რომელმაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) ფინანსური და სამხედრო რესურსები წაართვა.
„ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს შორის სრული კოორდინაციით, ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელი აგრძელებს „ჰეზბოლაზე" დარტყმებსაც.