გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტში მისი ქმედებების გამო. გერმანიის კანცლერმა ასევე გამოთქვა ეჭვი ირანის რეჟიმის დამხობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. იუწყება Tagesshau
მერცი მიიჩნევს, რომ ის, რასაც ტრამპი ახლა აკეთებს, არ არის დეესკალაცია ან მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის მცდელობა, არამედ ეს არის „მასშტაბური ესკალაცია გაურკვეველი შედეგით“.
„ეს არის ესკალაციები, რომლებიც უკვე საფრთხეს წარმოადგენს. არა მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულთათვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. ნამდვილად რეჟიმის შეცვლაა მიზანი? თუ ეს არის მიზანი, არ მჯერა, რომ მიაღწევენ. ასეთი მცდელობები უმეტეს შემთხვევაში წარუმატებლად მთავრდებოდა“, - თქვა მერცმა.
მერცმა ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მერცი გააკრიტიკა მისი განცხადებების გამო, რომ ბერლინი აშშ-ის ირანთან ომს თავის საქმედ არ მიიჩნევს.