ხუთშაბათს, 26 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩავედი საუდის არაბეთში. მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი.
ჩვენ ვაფასებთ მხარდაჭერას და მხარს ვუჭერთ მათ, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმუშაოს უსაფრთხოებისთვის,“ - წერს ზელენსკი