დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს, მათ შორის "ჩრდილოვანი ფლოტის" მიმართ შემდგომი ქმედებები, რაც, მისი თქმით, დღეისათვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია.
სტარმერის განცხადებით, ევროპელებმა პუტინზე ზეწოლა უნდა გააგრძელონ.
„რეალობა ისაა, რომ უკრაინა მტკიცედ დგას. მათ ბოლო კვირების განმავლობაში ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს დიდ ფასს აკისრებენ.
ამიტომ, რასაც არ უნდა ეუბნებოდეს პუტინი საკუთარ თავს, ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე ასეთია, რომ რუსეთი არ იმარჯვებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ. და მათ უნდა შეწყვიტონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზის დაბლოკვა“, - განაცხადა სტარმერმა.