პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემას წყაროებმა განუმარტეს, რომ საუბარია საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის იყო შეძენილი.
წყაროების ცნობით, პენტაგონს უკრაინის ნაცვლად სამხედრო დახმარების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკელ სამხედროებსა და პარტნიორებს ყველაფერი ჰქონდეთ, რაც ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის სჭირდებათ“, -განუცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემას.