დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთსა და ირანს შორის „აგრესიის ღერძია“ შექმნილი.
მისი თქმით, თავდაცვის სფეროში უახლესი დაზვერვის მონაცემები აჩვენებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტამდე რუსეთი ირანს დაზვერვის მონაცემებს უზიარებდა და სამხედრო წვრთნებშიც ესმარებოდა.
ჰილის თქმით, „პუტინის ფარული ხელი“ ირანშია.