შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს თავის თავთან აწარმოებს, - ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელმა განაცხადა.
„თქვენი შინაგანი ბრძოლის დონემ საკუთარ თავთან მოლაპარაკების ეტაპს მიაღწია? ჩვენნაირი ადამიანები ვერასდროს შეეწყობიან თქვენნაირ ადამიანებს“, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ.
მან ასევე დასძინა, რომ ენერგიისა და ნავთობის ფასები წინა დონეს არ დაუბრუნდება მანამდე, ვიდრე აშშ-ის ლიდერები ირანზე თავდასხმაზე უარს არ იტყვიან.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს და პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანში აღარ არიან ლიდერები, ვისთანაც მოლაპარაკებაა შესაძლებელი, თუმცა ამის მიუხედავად, ვაშინგტონი ქვეყანაში „სწორ ადამიანებს“ ესაუბრება, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ.