კოლუმბიის სამხრეთ ნაწილში Hercules C-130-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters კოლუმბიის თავდაცვის მინისტრ პედრო სანჩესის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ბორტზე 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა.
სანჩესის თქმით, ავიაკატასტროფა პერუს საზღვარზე, პუერტო ლეგუისამოდან აფრენისას მოხდა, როდესაც სამხედრო პერსონალი გადაჰყავდა.
„მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა და კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ არ არის დადგენილი“, - თქვა მან.