ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 13%-ით დაეცა და ამჟამად ბარელზე დაახლოებით 96 დოლარს შეადგენს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანს შორის გაიმართა ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები, რომლებიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის სრული და საბოლოო მოგვარებისკენ.
ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, გაზის ფასი 159 პენიდან ერთ თერმზე დაახლოებით 139 პენამდე დაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის 10-წლიანი სამთავრობო ობლიგაციების შემოსავლიანობა, რომელიც ადრე 5.121%-მდე იყო გაზრდილი, ახლა 4.89%-მდე შემცირდა, რაც დღის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე დაბალია.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დეპარტამენტს დაავალა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები ხუთი დღით გადადოს