ნიუ-იორკის LaGuardia-ს აეროპორტში დაშვების შემდეგ, ავიაკომპანია Air Canada-ს CRJ-900-ის ტიპის თვითმფრინავი სახანძრო მანქანას შეეჯახა.
ინციდენტი ორშაბათს, 23 მარტს, ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:40 საათზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა - პილოტი და მეორე პილოტი, 13 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმფრინავში დაახლოებით 100 მგზავრი იმყოფებოდა. მათი ევაკუირება განხორციელდა.
მნიშვნელოვნად დაზიანდა თვითმფრინავის ცხვირის ნაწილი. შეჯახება ძლიერი წვიმის გამო ასაფრენ ბილიკზე მოხდა, ცუდი ხილვადობის პირობებში.
LaGuardia-ს აეროპორტი ამჟამად დაკეტილია და რეისები სხვა აეროპორტებში არის გადამისამართებული.
აეროპორტის გახსნა ადგილობრივი დროით საღამოს 6:00 საათამდე არ არის შესაძლებელი.