უკრაინელებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში პრიმორსკის პორტს დაარტყეს. ინფორმაციიას Telegram-არხი Astra ავრცელებს.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო ამტკიცებს, რომ 22 მარტის საღამოდან დაწყებული, რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების მიერ, რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის თავზე 35 დრონი განადგურდა.
მან აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად პრიმორსკის პორტში ხანძარი გაჩნდა.
„პრიმორსკის პორტში საწვავის ავზი დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება და პერსონალი ევაკუირებულია,“ - განაცხადა მან.
ასევე უკრაინული Telegram-არხები წერენ, რომ დარტყმების შედეგად დაზიანდა საწვავის რეზერვუარები. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. პრიმორსკის პორტი რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო ნავთობტერმინალია.