ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ პირველად, საფრანგეთმა ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს ირანისკენ გზაზე მის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება მისცა.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა Itamilradar-მა გაავრცელა
ინფორმაცია ასევე დაადასურეს OSINTtechnical-მა და Flightradar24-მა.
Itamilradar-ის ცნობით, საფრანგეთის ტერიტორიაზე ორი B-52H და ორი B-1 გადაფრინდა. ყველა თვითმფრინავები აფრინდნენ ფერფორდის ბრიტანეთის საჰაერო ძალების ბაზიდან.
მანამდე, ამერიკული ბომბდამშენები დიდი ბრიტანეთიდან ახლო აღმოსავლეთში კონტინენტური ევროპის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით და გიბრალტარის გავლით დაფრინავდნენ.