ერაყში ნატო-ს მისიამ ახლო აღმოსავლეთიდან მთელი პერსონალი ევროპაში გადაიყვანა. ერაყში ნატო-ს ბოლო მისიის პერსონალმა ქვეყანა 20 მარტს დატოვა.
ამის შესახებ მისიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ამგვარად, ნატო-ს მისია, რომელიც ადრე ერაყში იყო განლაგებული, თავის საქმიანობას იტალიის ქალაქ ნეაპოლში, გაერთიანებული ძალების სარდლობიდან გააგრძელებს.