ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, აბოლფაზლ შეკარჩი აცხადებს, რომ თავს დაესხმებიან აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურ პირებს, არმიის მეთაურებს მაშინაც კი, როდესაც ისინი შვებულებაში ან გასართობ ცენტრებში იქნებიან.
„ვაკვირდებით თქვენს მშიშარა ჩინოვნიკებსა და მეთაურებს, პილოტებსა და ბოროტ ჯარისკაცებს. ამიერიდან, თქვენ შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მსოფლიოში სასეირნო ბილიკები, კურორტები და ტურისტული, გასართობი ცენტრები თქვენთვის უსაფრთხო აღარ იქნება“, – განაცხადა აბოლფაზლ შეკარჩიმ.