პატრიარქის ნათლულებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
პატრიარქის ნათლულებმა სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ისინი სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მივიდნენ, ხელში სიმბოლურად თეთრი ვარდებით.
მსვლელობის მონაწილეები სამების ეზოში გალობით შევიდნენ.
პატრიარქს საქართველოში თითქმის 50 ათასი ნათლული ყავს. საყოველთაო ნათლობის იდეა სწორედ ილია მეორეს ეკუთვნის. ამ ინიციატივით წლების წინ პატრიარქმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნა. ილია მეორე ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავდა.