ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში: ომი თუ მშვიდობა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ორბანს შეკითხვა დაუსვეს, თუ რამდენად თავსებადია ორბანის სამშვიდობო პოზიცია იმ ფაქტთან, რომ მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
„კითხვა ისმის, მართლა დაიწყო მან ომი თუ მშვიდობა. ეს ჯერ არ გარკვეული არ არის; ისტორიკოსები გადაწყვეტენ“, - უპასუხა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო შეხვედრის დროს ტრამპმა მას უთხრა, რომ ირანი სამხედრო დაძაბულობის წყაროა, ამიტომ მასზე თავდასხმა სინამდვილეში დაძაბულობის წერტილზე თავდასხმაა.
ორბანმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმის თქმა, ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმა მას მშვიდობასთან დააახლოებს თუ დააშორებს.
შეკითხვაზე, ურჩია თუ არა მან ტრამპს ირანზე თავდასხმის თავიდან აცილება, ორბანმა უპასუხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა არ მისცა მას საზოგადოებისთვის მათი საუბრის დეტალების გაზიარების უფლება.
„მე უფრო ფრთხილი ადამიანი ვარ, ვიდრე პრეზიდენტი“, - თქვა ორბანმა.