ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დაადასტურა დაზვერვის მინისტრის, ესმაილ ხატიბის გარდაცვალება.
„ჩემი ძვირფასი კოლეგების, ესმაილ ხატიბის, ალი ლარიჯანისა და აზიზ ნასირზადეს, ასევე მათი ოჯახის ზოგიერთი წევრისა და მათ თანმხლები ჯგუფების ლაჩრულმა მკვლელობამ მწუხარება მოგვგვარა“, - დაწერა ფეზეშქიანმა სოციალურ ქსელში.
ისრაელის სამხედრო ძალებმა ხატიბის გარდაცვალების შესახებ ოთხშაბათს, ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შემდეგ განაცხადეს.