ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ Reuters ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცზე დაყრდნობით იუწყება.
„ირანში დარტყმების ინტენსივობა იზრდება. ღამით ირანის დაზვერვის მინისტრის, ხატიბის ლიკვიდაციაც განხორციელდა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეს „მნიშვნელოვანი სიურპრიზებია“ მოსალოდნელი.
„დღეს, ყველა არენაზე მნიშვნელოვანი სიურპრიზებია მოსალოდნელი, რაც ლიბანში ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ჩვენს მიერ წარმოებული ომის ესკალაციას გამოიწვევს“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.
ესმაილ ხატიბის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ირანულ მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია.