უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შეხვდნენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც უკრაინული წარმოების დრონების გამოყენებისთვის მზადებას გადიან. ამის შესახებ Sky News იუწყება.
ლიდერები შეხვდნენ პოლკ The Rifles-ის მებრძოლებს, რომლებიც უკრაინული წარმოების Nemesis-ის მძიმე დრონების გამოყენებისთვის ემზადებიან.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში 17 მარტს ჩავიდა. ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტი მეფე ჩარლზ III-თან შეხვედრით დაიწყო.
სტარმერმა და ზელენსკიმ ლონდონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ.