უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რიმ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისგან არაფრით განსხვავდება.
„პირველი საკითხი: ყველამ კოლექტიურად გადაწყვიტა რუსული ნავთობის ექსპორტის განახლება? მე ვუთხარი, რომ ჩემთვის რთულია, რადგან ლიდერებს ამ ეტაპის გამოტოვება სურთ. ეს არასწორია. საკითხი უფრო გლობალურია: ვყიდით რუსულ ნავთობს თუ არ ვყიდით. იმიტომ, რომ ისინი მაიძულებენ, განვაახლო „დრუჟბა“. რით განსხვავდება ეს „რუსების“ წინააღმდეგ სანქციების მოხსნისგან?“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
„რატომ შეგვიძლია, ერთი მხრივ, ვუთხრათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ სანქციების მოხსნის წინააღმდეგი ვართ და მეორე მხრივ, ვაიძულოთ უკრაინა, განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით, თუნდაც პოლიტიკურ ფასად, რომლითაც გადაიხდება ანტიევროპული პოლიტიკა? ეს თავისებურად სანქციების მოხსნაცაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რუსული ნავთობის ექსპორტის განახლების წინააღმდეგია, მაგრამ თუ პირობებს აყენებენ, რომ უკრაინა არ იღებს იარაღს, „მაშინ, ბოდიშს გიხდით, ამ საკითხთან დაკავშირებით მე უიარაღო ვარ“, - თქვა ზელენსკიმ.
„მე ვუთხარი ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ ამას შანტაჟი ჰქვია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
გავრცელებული ცნობით, 27 იანვარს რუსეთის მიზანმიმართულმა შეტევამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის ტექნოლოგიური და დამხმარე აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
ამის შემდეგ უკრაინამ ამ მილსადენით ენერგორესურსების ტრანსპორტირება შეწყვიტა.