კუბაში საკვების მკვეთრად გაძვირებისა და ელექტროენერგიის გათიშვის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს.
BBC-ის ცნობით, კუბაში მოქალაქეების უკმაყოფილება უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ კრიზისს. ხშირია ელექტროენერგიის გათიშვა, სახეზეა საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტი.
საინფორმაციო სააგენტო AP იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად მმართველი პარტიის ოფისი ნაწილობრივ განადგურდა.
კუბის ხელისუფლებამ მომხდარს „ვანდალიზმის აქტი“ უწოდა. მათივე ცნობით, დაკავებულია ხუთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
AFP-ის ცნობით, კუბის ხელისუფლება ახშობს განსხვავებულ აზრს და ხანგრძლივი პატიმრობით სჯის მათ, ვინც ხელისუფლების ოპონენტია. 2021 წელს ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების ზოგიერთ მონაწილეს 20 წლით ან მეტი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამის მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია და სოციალური მედიის მომხმარებლები ახლა საპროტესტო აქციების ახალი ტალღის შესახებ იუწყებიან.
პროტეტსი ეპიცენტრი ჰავანა იყო, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში მოსახლეობა დღეში 15 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. ქალაქი მორონი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ჰავანიდან 500 კილომეტრში მდებარეობს.