აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში.
„გასულ ღამეს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ხარგის კუნძულზე ფართომასშტაბიანი ზუსტი დარტყმები განახორციელა. დარტყმების შედეგად საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების შესანახი ბუნკერები და უამრავი სხვა სამხედრო ობიექტი განადგურდა“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული.
„ცოტა ხნის წინ, ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საჰაერო იერიში ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში და სრულად გაანადგურა ყველა სამხედრო სამიზნე ირანის „მბზინავ მარგალიტზე“ - კუნძულ ხარგზე. ჩვენი იარაღი ყველაზე ძლიერი და დახვეწილია, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს, თუმცა, ჰუმანური მიზეზების გამო, მე გადავწყვიტე, არ გავანადგურო კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა, მაგრამ თუ ირანი ან სხვა ვინმე რამეს გააკეთებს, რაც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე დაუყოვნებლივ გადავხედავ ამ გადაწყვეტილებას““, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.