აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აღარ სურს ნობელის მშვიდობის პრემიოს მირწების საკითხზე საუბარი.
Washington Examiner-ის ჟურნალისტმა ინტერვიუში ტრამპს ჰკითხა, გაზრდიs თუ არა მისი აზრით, ირანთან ომი ჯილდოს მოგების შანსებს.
„არ ვიცი. არ მაინტერესებს“, - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეკითხვაზე, წამოიჭრა თუ არა ეს თემა უცხოელ ლიდერებთან საუბრებში ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის დაწყების შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „არა, მე ნობელის პრემიაზე არ ვლაპარაკობ“.